Saturday, March 23, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:ქაჯეთის ციხე
2.პროექტის მთავარი იდეა:ისტორიული,გამოგონილი და ლიტერატურული მასალის შეგროვება ქაჯეთის ციხის შესახებ.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტის საშუალებითმოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ისტორიას(თამარის ეპოქას),“ვეფხისტყაოსანს“.
ბიბლიოთეკის,ისტ-სა და ხალხური გადმოცემების საშუალებით მოიძიებენ და დაამუშავებენ საჭირო ინფორმაციას,მიღებულ ინფორმაციასა და ცოდნას გამოიყენებენ ექსკურსიაზე პრეზენტაციისათვის.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ინფორმაციის მოძიების,მასალის დამუშავების,შედარება-შეპირისპირების,მსჯელობის,ანალიზისა და სინთეზის უნარ-ჩვევა,რასაც შეაჯამებს და წარმოაჩენს ექსკურსია და პრეზენტაცია.
5.მოსწავლეთა ასაკი:15-16 წ.
6.პროექტის განხორციელების ვადები:4-კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რომელიც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტს,რომელშიც მოცემული იქნება ისტორია,ლეგენდები და გეოგრაფიული მდებარეობა.
მოსწავლეებს აუმაღლდებათ მოტივაცია,რათა ხშირად დაგეგმონ მსგავსი პროექტები,გამოიკვლიონ ლიტერატურასა და ისტორიაში ასახული  ფაქტების კავშირები,დაუკავშირონ ისინი რეალურ ცხოვრებას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ბიბლიოთეკა,კომპიუტერი,ტრანსპორტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):I-კვირა  მოსწავლეები გაკვეთილზე გაეცნობიან ლიტერატურულ მასალას ქაჯეთის ციხეზე, ისტორიულ  ცნობებს ;II-III -კვირა ფუნქციების განაწილება,დამატებითი მასალის მოძიება ისტ-ის საშუალებით;IV-კვირა ექსკურსიის ორგანიზება,პრეზენტაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ე ს გ-სთან კავშირი:ქართულის ,ისტორიისა და გეოგრაფიის ინტეგრირება.
11.პროექტის ხელმძღვანელი:რაისა ვარდიძე.
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:raisavardidze@gmail.com

სკოლის საჭიროების კვლევა

 სკოლის საჭიროების კვლევის სანახავად გადადით ბმულზე